შპს "ვეზირი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: (1) ერთი
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 28/02/2019
დასაქმების სავარაუდო თარიღი: 1 მარტი, 2019
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი:
კომპანიის მიერ შესასრულებელი პროექტების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, კომპანიის შესყიდვების წარმოება.
პროფესიული მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი
** სპეციალობა: მენეჯმენტი, შესყიდვები და ლოგისტიკა, პროექტის მართვა
ცოდნა და გამოცდილება:
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლებები;
** საოფისე პროგრამების MS Office გამართული ცოდნა;
** ამ სფეროში არსებული შესაბამისი სტანდარტების და რეგულაციების ცოდნა;
** სპეციფიკური ორგანიზაციული ცოდნა: სასურველია გაცნობიერებული იყოს ტელეკომუნიკაციისა და ელექტრული უსაფრთხოების სისტემებში.
უნარ-ჩვევები:
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ფლობა (როგორც სასაუბრო ისე წერილობითი);
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის მაღალი უნარი;
** ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი;
** პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
** დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინიციატივიანობა და მაღალი მოტივაცია;
** კომპანიის ინტერესებზე ორიენტირებულობა;
** როგორც გუნდური, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** აკურატულობა.
ფუნქცია-მოვალეობები (დეტალურად):
** უცხოელ და ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** მომწოდებელთა შეფასების ეფექტური სისტემის შემუშავება და როგორც პირველადი ასევე პერიოდული შეფასების ჩატარება;
** სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება;
** დაშვებულ მომწოდებელთა ნუსხის წარმოება/ მუდმივი განახლება.;
** ხშირად/მუდმივად გამოსაყენებელი მასალების კრიტიკული დონის დადგენა და ავტომატური განმეორებითი შესყიდვა
** მოლაპარაკებების წარმოება ფასების გადახედვის თვალსაზრისით;
** შესყიდვების ერთიანი გეგმის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
** დამკვეთისგან ზუსტი ინფორმაციის გამოთხოვა შესასყიდ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე;
** რისკების შეფასება, ალტერნატიული გეგმის ქონა (მაგ. შეუსაბამო პროდუქციის ჩამოსვლის, ქარხნული წუნის თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
** შეუსაბამო პროდუქციის მართვა;
** შეკვეთილი და მიღებული საქონლის თანხვედრის შეფასება
** პროცესის სრული კონტროლი საქონლის შეკვეთიდან მისი შემკვეთისთვის ჩაბარებამდე, მათ შორის:
** მუდამ იცოდეს შესყიდული/გამოგზავნილი ტვირთვის ლოკაციის სტატუსი;
** მუდმივად განახლებული ინფორმაციას აწვდიდეს დაინტერესებულ პირთა წრეს (პროექტები, ბუღალტერია, საწყობი, ლოჯისტიკის ოფიცერი, დამკვეთი...);
** ეფექტური კომუნიკაციისა და დავალებების სწორი დელეგირების გზით უზრუნველყოს ტვირთის დროული განბაჟება, აღრიცხვა, დანიშნულების ადგილამდე მიტანა და ზოგადად ეფექტური ტვირთბრუნვა;
** აწარმოოს პროექტის ფარგლებში გაცემული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა. თითოეული პროექტისთვის, ნებისმიერ ეტაპზე ზუსტად იყოს აღრიცხული რა ოდენობის, რა დასახელების და რა ღირებულების ნივთებია გაცემული;
** ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება შეკვეთილი და მიღებული საქონლის შესახებ;
** შესყიდვების პროცესის, ქმედებათა თანმიმდევრობის და თითოეულზე პასუხისმგებელი პირების მკაფიოდ გაწერა;
** შესაბამისი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მუშაობა.
სამუშაო პირობები:
** 35 საათიანი სამუშაო კვირა (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შუალედში ერთ საათიანი შესვენებით);
** ანაზღაურება ფიქსირებული: კონკურენტუნარიანი ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
** სოციალური პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევის საოჯახო პაკეტი "გოლდი"(პაკეტის ღირებულებას სრულად ფარავს კომპანია);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შპს ვეზირის სათაო ოფისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის №7
დასაქმებულის უფლებები:
** შპს "ვეზირში" დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
** დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.
** ხელშეკრულების ფორმა და ვადა: შრომითი ხელშეკრულება, გამოსაცდელი 6 თვის ვადით.
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, თვენი CV გამოგზავნეთ მისამართზე: vacancy@veziri.net, SUBJECT-ის ველში მიუთითეთ შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.